აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ენტონი ბლინკენმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ სამხრეთ კავკასიაში არსებული დაძაბულობა განიხილეს.
"სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დღეს ნიუ იორკში შეხვდა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს. მდივანმა ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჩავუშოღლუმ განიხილეს დაძაბულობა სამხრეთ კავკასიაში. მდივანმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს ჩართულობას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიალოგის ხელშესაწყობად და კონფლიქტის გრძელვადიანი პოლიტიკური გადაწყვეტის მისაღწევად. მათ ასევე განიხილეს კოორდინაციის და ნატო-ს ერთიანობის გაღრმავების გზები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის საპასუხოდ.
მდივანმა აღნიშნა თურქეთის დიპლომატიური ძალისხმევა, შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის გადაზიდვის უზრუნველყოფაში და ხაზი გაუსვა გაერო-ს შუამავლობით მიღებული შეთანხმებების შენარჩუნების მნიშვნელობას და მოსკოვზე პასუხისმგებლობის დაკისრებას მის მიერ აღებული ვალდებულებებისთვის," – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.