27 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაცია, სახალხო დამცველის კანდიდატურა, ინტერპელაციის წესის დაცვა - საპარლამენტო სესია პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა

ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაცია, სახალხო დამცველის კანდიდატურა და ინტერპელაციის წესის დაცვა - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაზეც დღეს სასესიო დარბაზში პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა. ბრალდებები დღეს ისევ 12 პუნქტის შესრულების ნაწილში ისმოდა.

ოპოზიციას საკუთარი წილი პასუხისმგებლობის აღებისკენ მმართველმა გუნდმა კიდევ ერთხელ მოუწოდა.

პოლიტიკურ ოპონენტებს "ქართული ოცნების" წევრებმა ევროპელი პარტნიორების განცხადებები შეახსენეს. მმართველი პარტიაში ამბობენ, რომ დასავლელი ლიდერების მოწოდებების იგნორირება კიდევ ერთი მინიშნებაა მათთვის, რომ ოპოზიციას სხვა დღის წესრიგი აქვს. 

ევროკომისიის რეკომენდაციის ბოლო პუნქტი სახალხო დამცველის არჩევას გულისხმობს. "გირჩმა", გადაწყვეტილება მიიღო. იაგო ხვიჩიამ პარლამენტს ომბუდსმენის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა შესთავაზა.

პოლიტიკური განცხადებების დროს, ოპოზიციის ნაწილმა უკმაყოფილება იმის გამოც გამოთქვა, რომ მთავრობის წევრები მათი თქმით, რეგლამენტს არ იცავენ. მიზეზებზე პარლამენტს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა.

პოლიტიკური განცხადებებით დღეს 28 დეპუტატმა ისარგებლა. მათ შორის არ ყოფილან "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ისინი დღევანდელ სხდომას არ დასწრებიან.

 

დღის ამბები