27 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
გათავისუფლებული მძევლების გამოკითხა გრძელდება - რამდენიმე მათგანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა

გათავისუფლებული მძევლები ამ დროისთვის იმერეთის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

სამართალდამცავებმა ისინი ბანკიდან პირდაპირ პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. სამმართველოში მობილიზებულია სამედიცინო დახმარების ჯგუფიც, ვინაიდან ყოფილი მძევლების ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

ცნობისთვის, ქუთაისში, "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დაკავებულია. ამის შესახებ შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა და მძევლები გათავისუფლებული არიან. შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული პირი ბანკში დაახლოებით დილით შეიჭრა. თავდამსხმელს 12 მძევალი ჰყავდა და რუსულ დროშას, ანკესს, ვერტმფრენს და თავდაპირველად 2 მილიონ დოლარს, ხოლო დღის ბოლოს 1.5 მილიონ დოლარს მოითხოვდა.

 

დღის ამბები