27 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
9 საათიანი სპეცოპერაციის შედეგი - "საქართველოს ბანკის" შენობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

ქუთაისის ცენტრში, იქ, სადაც დილიდან სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, სამართალდამცველების ნაწილი რჩება. "საქართველოს  ბანკის" შენობაში ახლა უკვე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

"საქართველოს ბანკის" მიმდინარე ტერიტორიაზე, მთელი დღის განმავლობაში შეკრებილები იყვნენ მძევლების ოჯახის წევრები და ახლობლები. ისინი ელოდებოდნენ სპეცოპერაციის დასრულებას და იმას, რომ ყველა მძევალი მშვიდობიანად გათავისუფლებულიყო.

12 ადამიანი, რომელიც თითქმის 9 საათის განმავლობაში შეიარაღებული პირის მიერ მძევლად იყო აყვანილი, ამ დროისთვის პოლიციის შენობაში, გამოკითხვაზე იმყოფება.

 

დღის ამბები