27 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის ქონებრივი უფლების გაფლანგვის საქმე - "მთავარი არხის" დამფუძნებელი გამამართლებელ განაჩენს ითხოვს

4-თვიანი პატიმრობის შემდეგ, ნიკა გვარამია დღესაც ამტკიცებდა რომ პოლიტიკური პატიმარია. სააპელაციო სასამართლოში ის "რუსთავი 2"-ის ქონებრივი უფლების გაფლანგვის საქმეზე, პირველი ინსტანციის მიერ მისჯილ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობას ასაჩივრებს. სანამ სხდომაზე მხარეებმა შესავალ სიტყვებს იტყოდნენ, მთავარი არხის დამფუძნებელმა პოლიტიკური განცხადებაც გააკეთა. ოპოზიციის წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა საზოგადოებას დააკისრა, თანამოაზრე პოლიტიკოსებს კი მითითებები მისცა - ნიკა გვარამიას არ გამორჩენია არც მიხეილ სააკაშვილი.

სხდომას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. ნიკა გვარამიას საგულშემატკივროდ მისული გიგი უგულავა პროკურორების მისამართით გაკეთებული რეპლიკის გამო დარბაზიდან გააძევეს.

პროცესზე დაცვის მხარის მოწმე დაკითხეს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ საბრალდებო მუხლზე, რის გამოც ნიკა გვარამია დააპატიმრეს, საპატიმრო სასჯელი მოსამართლეებს ბოლო 5 წელია არ გამოუყენებიათ.

სასამართლოში "მთავარი არხის" დამფუძნებელს გულშემატკივრობდნენ მეგობარი პოლიტიკოსები. ოპოზიციის ლიდერებმა გვარამიას დარბაზში გამოსვლაც შეაფასეს.  

ნიკა გვარამიას პოლიტიკურ განცხადებებს გამოეხმაურნენ მმართველ გუნდშიც. საპარლამენტო უმრავლესობა პოლიტიკური მითითებების გამო, მსჯავრდებულს ოპოზიციის ლიდერსაც უწოდებს.

ნიკა გვარამიას საქმის განხილვა დაცვისა და ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვებით, სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბერს გაგრძელდება.

 

 

დღის ამბები