27 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
იატაკზე დაყრილი ფული და ხელყუმბარა - "კურიერმა" "საქართველოს ბანკის" შიდა პერიმეტრი ექსკლუზიურად გადაიღო

"კურიერის" კამერამ რამდენიმე წუთის წინ ექსკლუზიურად გადაიღო ქუთაისში "საქართველოს ბანკის" შიდა პერიმეტრში არსებული ვითარება. ამ წუთას არსებული ვითარებით კადრში ჩანს ძირსდაგდებული ხელყუმბარა, ძირსმოფენილი ფული.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. 

ამ დროისთვის არსებული ვითარებით, ქუთაისში, საქართველოს ბანკის ფილიალში, სავარაუდოდ, სპეცოპერაცია დასრულებულია. ცოტა ხნის წინ, მძევლები, რომელიც შეიარაღებულ პირს დღეს დილიდან ამ დრომდე დატყვევებული ჰყავდა, შენობიდან გამოიყვანეს. 

ცოტა ხანში, შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. 

დღის ამბები