27 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
"საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი ამჯერად  მილიონნახევარ დოლარს მოითხოვს - ინფორმაციას ერთ-ერთი მძევალი facebook live - ით ავრცელებს

ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი ამჯერად  მილიონ-ნახევარ დოლარს მოითხოვს. ამის შესახებ ერთ-ერთი მძევალი Facebook-ლაივში საუბრობს

"უნდა ფული, დაიტოვებს 2 გოგოს და დანარჩენს გამოუშვებს. არ გაუკეთებია კალიცო. მილიონ-ნახევარზე ჩამოვიდა," - ამბობს ერთ-ერთი მძევალი.

უკვე რამდენიმე საათია, ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებულ პირს მძევლები ჰყავს აყვანილი. ადგილზე ამ დროისთვის სიტუაცია უცვლელია, ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები. 

ამავე თემაზე
დღის ამბები