ძლიერ მიწისძვრას მექსიკაში მსხვერპლი მოჰყვა. სტიქიის შედეგად დაზიანდა შენობები. მთავრობის ცნობით, საპორტო ქალაქში მაღაზიის სახურავი ჩამოინგრა და ერთი ადამიანი დაიღუპა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 7.6-ი მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ მეხიკოშიც. რეგიონში, 2017 წლის 19 სექტემბერს მომხდარ მიწისძვრას ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში 370 ადამიანი ემსხვერპლა.