სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ნიუ იორკში შეხვდნენ. სამმხრივ შეხვედრაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მონაწილეობდა. ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა საბრძოლო მოქმედებების განახლების თავიდან აცილებისა და სამშვიდობო პროცესის აღდგენის აუცილებლობას.
"ორივემ, პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმაც და პრეზიდენტმა ალიევმაც მითხრეს, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უთანხმოებების გადაწყვეტის სამხედრო გზა არ არის, თუმცა ვფიქრობ, რომ არის გზა მყარი მშვიდობისკენ, რომელიც უთანხმოებებს დიპლომატიური გზით აგვარებს" - განაცხადა ბლინკენმა.