27 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის პრეზიდენტმა შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საკითხი განიხილეს

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას.

აღინიშნა ბოლო წლებში ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი შედეგები, მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკური დინამიკა და რეგიონულ-გეო-სტრატეგიული ხასიათის პროექტებში საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის აქტიური თანამშრომლობა.


დღის ამბები