27 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
ძალიან ბევრი ადამიანი გვიცხადებს თანადგომას და უახლოეს დღეებში შეიძლება დაიწყოს ეს პროცესი, მოხდება "ხალხის ძალის" გაფართოება, ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება - სოზარ სუბარი

"ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს, გამოქვეყნებულ წერილებს, გარკვეულწილად მხილების კამპანიის ნაწილშიც აქვს ძალიან დიდი გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან,” - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, მათ საზოგადოების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვთ და უახლოეს მომავალში იგეგმება "ხალხის ძალის" გაფართოება, როგორც ინტელექტუალური, ასევე ადამიანური რესურსით.

"ძალიან ბევრი ადამიანი გვიცხადებს თანადგომას და უახლოეს დღეებში, შეიძლება, დაიწყოს ეს პროცესი. მოხდება "ხალხის ძალის“ გაფართოება, ადამიანური რესურსით, ინტელექტუალური რესურსით და ძალიან ბევრი ადამიანი შემოგვიერთდება, როგორც პოლიტიკოსები, ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, პოლიტოლოგები, ექსპერტები თუ სხვა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები