27 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
30 წელი ქართული ცის დაცვის სამსახურში - სამხედრო ავიაცია იუბილარია

30 წელი ქართული ცის დაცვის სამსახურში - სამხედრო ავიაცია იუბილარია. მოიერიშეები, დამრტყმელი და სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენები დღეს ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე გამოფინეს.

სამხედრო ავიაცია 3 წელია სხვადასხვა ტიპის მოდერნიზებას გადის. სუ-25, ამერიკული იროკეზები და მი-24 - ები უკვე რამდენიმე თვეა ისევ ქართული არმიის სამსახურში ჩადგა.

თავდაცვის უწყება ირწმუნება, რომ უახლოეს მომავალში სამხედრო ავიაპარკი კიდევ უფრო გაიზრდება, ამაში კი ყველაზე მნიშვნელოვან როლს სამხედრო-სამეცნიერო ცენტრი დელტა და თბილავიამშენის ქარხანა შეასრულებს. 

დღეს ავიაციის სარდლობის სამწყობრო მოედანზე საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. შეკრებილებს პროფესიული დღე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა მიულოცა. 

სიტყვით გამოსვლის დასრულებისთანავე გაიმართა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი. სტუმრებმა საფრენი აპარატები და შეიარაღების კომპლექტაცია დაათვალიერეს. 

ქართული სამხედრო ავიაციის დღე პირველად 1992 წლის 19 სექტემბერს აღნიშნეს. 

დღის ამბები