27 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
"სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი მეტი თავისუფლება", "დროა" და "ლელო" - ოპოზიციური პარტიების ნაწილი კოალიციის შექმნაზე მუშაობს

გაერთიანების შექმნას "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი "ლელოსთან, "გირჩი მეტი თავისუფლებასთან" და "დროასთან" ერთად გეგმავს. ღირებულებითი ერთობა და საერთო მიზანი, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, პარტიებისთვის სამომავლო თანამშრომლობის საკვანძო საკითხს წარმოადგენს. ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე და სხვა ლიდერები დღეს ამტკიცებდნენ, რომ ქვეყანაში ევროპული ფასეულობების დაცვის გზა სწორედ მათ ერთობლივ მოქმედებებზე გადის.

მომავლის გაერთიანების შანსებს ქართულ პოლიტიკაში წარუმატებელს უწოდებენ მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" ლიდერები ფიქრობენ, რომ ნაცმოძრაობისგან მორიგი დისტანცირების მცდელობა ფიქციაა, რადგან ეს პარტიები მიუხედავად სახელების ცვლილებისა, საქმით ყოფილ გუნდს არც არასდროს ჩამოშორდებიან.

კოლეგების მიმართ მმართველ გუნდზე არანაკლებ კრიტიკულები იყვნენ დღეს სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. "გირჩი" და "მოქალაქეები" ოპოზიციურ სპექტრში ღირებულებით ერთობაზე საუბარს გადაჭარბებულად მიიჩნევენ. ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის გაერთიანებები, ელექტორალურად დამაზიანებელია და დადებითად მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის რეიტინგზე აისახება. ერთადერთი, ვინც სამომავლო ერთობასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობაა.

ე.წ. მესამე ძალის შექმნის მორიგ მცდელობას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლები სავარაუდო კოალიციის ლიდერებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული პოლიტიკური წარსული შეახსენეს.

მათი თქმით, ნაცმოძრაობის ყოფილი წევრებისა და თანამოაზრეების ერთობის მიზანი, მხოლოდ პოლარიზაციის გაღრმავება შეიძლება იყოს.

 

 

დღის ამბები