27 ნოემბერი 2024,   06:45
ვრცლად
"ლელო", "სტრატეგია აღმაშენებელი", "დროა" და "გირჩი-მეტი თავისუფლება", რეალურად ასეთი პარტია არ არსებობს, არსებობს ერთი ნაცმოძრაობა, რომელიც ასრულებს დავალებებს საქართველოს წინააღმდეგ - მამუკა მდინარაძე

4-მა პარტიამ, დეკლარირებულად განაცხადა (მაინც ერთად არიან, მაინც "ნაციონალურ მოძრაობის“ დავალებებს ასრულებენ) და გადაწყვიტა, რომ ბარემ ერთად იმოქმედონ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არც "ლელო", არც "სტრატეგია აღმაშენებელი", არც "დროა" და არც "ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე", რეალურად ასეთი პარტია არ არსებობს, არსებობს ერთი ნაცმოძრაობა, რომელიც ასრულებს დავალებებს საქართველოს წინააღმდეგ.

"აქედან გამომდინარე, ისინი ცალკე იქნებიან, ერთად თუ ა.შ. ისინი მაინც ერთნი არიან და ერთ საქმეს აკეთებენ, რასაც საქართველოს საწინააღმდეგო საქმე ჰქვია. რასაც ისინი აკეთებენ, ქვეყნის შიგნით ვერაფერს ვნებენ ხელისუფლებას, პირიქით - "ქართული ოცნების“ რეიტინგი არის გაზრდილი. ეს NDI კვლევამაც აჩვენა. ქვეყნის შიგნით მათი ამ მოქმედებების "შედეგი" ის არის, რომ "ქართულ ოცნებას" რეიტინგი ეზრდება, მაგრამ ცუდია, რომ ქვეყნის გარეთ ზიანდება საქართველოს მოქალაქისა და ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები