27 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
ჩვენ მხარს დავუჭერთ ლევან იოსელიანის წინადადებას, რომლის მიხედვითაც, ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა უნდა იყოს ღია - მამუკა მდინარაძე

"ჩვენ მხარს დავუჭერთ საპარლამენტო ოპოზიციიდან ლევან იოსელიანის წინადადებას, რომლიც მიხედვითაც, ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა უნდა იყოს ღია" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს პარლამენტში ხვალ განიხილავენ.

"კომიტეტის თავმჯდომარეები აირჩევიან ხვალ, საუბარია იმ კანდიდატებზე, რომლებიც "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა. მესამე საკითხი იყო რეგლამენტში ცვლილებები. ევრორეკომენდაციის შესაბამისად, საპარლამენტო ზედამხედველობის ხარისხზეა საუბარი, საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფებმა, მათ შორის საპროცედურო კომიტეტმა იმუშავა, შევა არაერთი ცვლილება.

ასევე, ჩვენ მხარს დავუჭერთ საპარლამენტო ოპოზიციიდან ლევან იოსელიანის წინადადებას, რომლიც მიხედვითაც, ომბუდსმენის არჩევის დროს კენჭისყრა უნდა იყოს ღია. ამასთან დაკავშირებით პირადად ჩემი პოზიცია იყო, რომ სხვა თანამდებობის პირების არჩევის დროსაც იყოს ღია კენჭისყრა. ამ საკითხს ხვალ დავაყენებ. შემდეგი საკითხი იყო ასევე ევრორეკომენდაცია, საუბარი სტრასბურგის პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და აქაც პრინციპში თითქმის ყველა შენიშვნა ენჯეო სექტორიდან იქნა გათვალისწინებული და უამრავი ცვლილება შედის შესაბამის კანონში. ამასთან, პარასკევს იქნება ინტერპელაცია ჯანდაცვის მინისტრთან," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები