კულტურის სამინისტრო ლიტერატურული პრემიის „წლის საუკეთესო“ კონკურსის განახლებული სახით ჩატარებას აანონსებს.
უწყების ცნობით, კონკურსი ახალი სახელწოდებით -ჩატარდება, ერქმევა „მუზა“ , რომლის სიმბოლოც მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის „მუზა“ იქნება.
ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები 11 ნომინაციაში გამოვლინდებიან. გამარჯვებულები ტიტულთან ერთად ფულად პრემიასაც მიიღებენ. განაცხადების მიღება სამინისტრომ დღეს დაიყო და 10 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.