27 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილ ცოტნე ყავლაშვილს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილ ცოტნე ყავლაშვილს მხარი დაუჭირა - განხილვის დროს იყო დისკუსია, იკამათეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ და "ქართული ოცნების" დეპუტატებმა.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ აუდიტის სამსახურის კანდიდატი ვერ იქნება დამოუკიდებელი.

"აუდიტის სამსახურმა დღემდე ვერ შეამოწმა რკინიგზა მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ გასცა ამის ნებართვა და გეგმაში შეიტანეს 2023 წელს, 7-8 წელიწადია არ შემოწმებულა. აუდიტის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ვერ იქნება დამოუკიდებელი, ბატონი შალვა პაპუაშვილი არ გიცნობთ თქვენ, უბრალოდ მას დაავალეს თქვენი დანიშვნა," - განაცხადა ენმ-ის წევრმა რომან გოცირიძემ.

საპირისპიროს ამტკიცებს მმართველი გუნდი. ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ აუდიტის სამსახურს სახელმწიფო დაწესებულებებში შესვლის თავისი გეგმა გააჩნია.

"აღქმებით და განცდებით ვცდილობთ, რომ ახლა ადამიანი დააშანტაჟოთ და აბულინგოთ. კითხვები დასვით, ვინ გიშლით. თქვენ ახლა ადრით იმ დროინდელ კონტროლის პალატას და სახელმწიფო აუდიტს? შედეგს ვერ ხედავთ? თქვენი აღქმებით და "ნაციონალური მოძრაობის" გრაფიკით და კალენდრით ვერ შევლენ ისინი ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებაში. არის გეგმა შედგენილი, სადაც მომავალ წელს უწევს რკინიგზაში შესვლა," - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.

აუდიტის მოქმედ ხელმძღვანელს უფლებამოსილების ვადა 20 სექტემბერს ეწურება. კანდიდატად პარლამენტის თავმჯდომარემ ცოტნე ყავლაშვილი წარადგინა, ის ფინანსთა მინსიტრის მოადგილე იყო.

"შალვა პაპუაშვილმა შემომთავაზა ეს კანდიდატურა და წარდგენა ამ კანდიდატურაზე, ხოლო რეკომენდატორები იყვნენ ის ადამიანები, ვისთანაც მე მიმუშავია, მაგალითად ფინანსთა მინისტრები, მოადგილეები და ა.შ.

თუ პარლამენტი ჩემს კანდიდატურას დაამტკიცებს, ამ შემთხვევაში მე შევხვდები დღეს გენერალური აუდიტორის არსებულ მოადგილეებს, გავიგებ მათ ხედვებს თავის მომავალთან დაკავშირებით რას ფიქრობენ, რას აპირებენ და იმის და მიხედვით მოხდება გადაწყვეტილების მიღება," - განაცხადა ცოტნე ყავლაშვილმა.

დღის ამბები