27 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, მათ ჯამი გამოსდით "ნაციონალური მოძრაობა" - შალვა პაპუაშვილი 4 ოპოზიციური პარტიის შესაძლო კოალიციად ფორმირებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 4 ოპოზიციური პარტიის შესაძლო კოალიციად ფორმირების შესახებ "კურიერის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

პაპუაშვილი ოპონენტების ამ ნაწილს ისედაც ერთიან ძალად განიხილავს და მათ შანსებს სერიოზულად არც აფასებს. მისი შეფასებით, ქმნიან ფასადს, რომ თითქოს მრავალპარტიულობაა.

"საერთო ჯამში ვხედავთ, რომ ყველა რადიკალური მიმართულების პარტიაა. ამ პარტიის ლიდერები გახლავთ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი ლიდერები. შესაბამისად, სინამდვილეში არანაირი პარტიული სიმრავლე ამ ფლანგზე არ არსებობს. არის "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ნაწილები, რომლებიც ქმნიან ფასადს, თითქოს მრავალპარტიულობაა. სინამდვილეში არის ერთი მთლიანი. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. მათ ჯამი ყოველთვის გამოსდით "ნაციონალური მოძრაობა". ამ მხრივ არაფერი ახალი არ არის. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი თვალის ახვევის და ფასადი შექმნის. ეს გუნდი ყოველთვის ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" გუნდია," - აღნიშნავს პაპუაშვილი.

"კურიერის" ინფორმაციით, "სტრატეგია აღმაშენებელი," "ლელო საქართველოსთვის," "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" სავარაუდოდ ახალ გაერთიანებას ქმნიან.

დღის ამბები