27 ნოემბერი 2024,   07:43
ვრცლად
ნენსი პელოსი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა - რა განიხილეს მხარეებმა შეხვედრაზე

ნენსი პელოსი ერევანში ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა სომხეთის პრემიერ მინისტრთან ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილა. პელოსიმ ხაზი გაუსვა, რომ სომხეთში მყოფი აშშ-ის დელეგაციის წევრები სომხეთის მეგობრები და მხარდამჭერები არიან.

"ეს შეერთებული შტატებიდან მართლაც უპრეცედენტო ვიზიტია სომხეთში და ჩვენ ვაფასებთ ამას და მსურს გამოვხატო მადლიერება თქვენი პირადი ძალისხმევისა და შეტანილი წვლილისთვის შეერთებული შტატების მიერ სომხების გენოციდის აღიარებაზე. ჩვენ ძალიან ვაფასებთ შეერთებული შტატების მკაფიო პოზიციას სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა შტატების მთავრობების მკაფიო ფორმულირებები გვაფიქრებინებს, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა პელოსიმ. 

სომხეთის პრემიერმა შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ვიზიტისთვის და სომხეთის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა.

"ეს შეერთებული შტატებიდან მართლაც უპრეცედენტო ვიზიტია სომხეთში და ჩვენ ვაფასებთ ამას და მსურს გამოვხატო მადლიერება თქვენი პირადი ძალისხმევისა და შეტანილი წვლილისთვის შეერთებული შტატების მიერ სომხების გენოციდის აღიარებაზე. ჩვენ ძალიან ვაფასებთ შეერთებული შტატების მკაფიო პოზიციას სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა შტატების მთავრობების მკაფიო ფორმულირებები გვაფიქრებინებს, რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,"- აღნიშნა ფაშინიანმა. 

დღის ამბები