27 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
ელიზაბეტ მეორეს დღეს დაკრძალავენ

გაერთიანებულ სამეფოში დღეს დედოფალს დაკრძალავენ. უკანასკნელი პატივის მისაგებად ლონდონში უკვე ჩავიდნენ მსოფლიოს ლიდერები. მათ შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და პირველი ლედი, კანადის პრემიერი, საფრანგეთის პრეზიდენტი, უკრაინის პრემიერი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა.

არსებული ინფორმაციით, თბილისის დროით 14:00 საათზე დედოფალს ვესტმინსტერის სასახლიდან ვესტმინსტერის სააბატოში გადაასვენებენ. პროცესიას თან გაჰყვებიან სამეფო ოჯახის წევრები, მათ შორის, მეფე ჩარლზი და მისი ვაჟები: უილიამი და ჰარი.

სააბატოში დაგეგმილ სახელმწიფო პანაშვიდზე 2 ათასამდე სტუმარს ელიან. მათ შორის, იქნება საქართველოს პრეზიდენტი. მოგვიანებით დედოფალს საფეხმავლო მსვლელობით სააბატოდან ჰაიდ პარკთან, ველინგტონის თაღამდე გააცილებენ. პროცესია პოლიციისა და სამხედრო პერსონალის ფონზე წარიმართება. როგორც ცნობილია, მსვლელობის დროს ბიგ ბენი ერთწუთიანი ინტერვალებით დარეკავს. საბოლოო გაჩერება უინძორის ციხესიმაგრეა, სადაც დედოფალს თავის გარდაცვლილ მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგის გვერდით, მეფე ჯორჯ VI-ის მემორიალურ სამლოცველოში დაკრძალავენ.

ტელეკომპანია "რუსთავი 2" დედოფლის დაკრძალვის ცერემონიალს სპეციალური გამოშვების საშუალებით პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

დღის ამბები