27 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
პრემიერი დელეგაციასთან ერთად აშშ-ში იმყოფება - ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი ხვალისთვის დაგეგმილ გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. მოგვიანებით კი, პრემიერი გენერალური ასამბლეის დებატებში ჩაერთვება და მის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად შეერთებულ შტატებში იმყოფებიან საქართველოს საგარეო საქმეთა და განათლების მინისტრი, ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.

დღის ამბები