27 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - ინფორმაციას ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ენტონი ბლინკენი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლოდროინდელი საომარი მოქმედებების შეჩერებას მიესალმა. ასევე სახელმწიფო მდივანმა ილჰამ ალიევს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ, ბრძოლის ველიდან სამხედრო ძალების გაყვანისა და ორ ქვეყანას შორის არსებული ყველა გადაუჭრელი საკითხის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდა.

დღის ამბები