უკრაინულმა ძალებმა ხარკივთან მდინარე ოსკილის ორივე ნაპირზე კონტროლი დაამყარეს. ინფორმაციას "სიენენი" უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივ მედიაში ვრცელდება, ასევე, ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბლაგო-დატნისა და ხერსონში ოკუპანტების საბრძოლო მასალის ორი საწყობი გაანადგურეს.
პარალელურად, გრძელდება ოკუპანტების თავდასხმები. 8 სარაკეტო დარტყმა მიიტანეს რუსმა სამხედროებმა ქალაქ ზაპორიჟიას ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
დაიბომბა სუმის ოლქის სოფელი ვოლფინე. ვრცელდება ინფორმაცია ერთ გარდაცვლილზე.
გვიან ღამით ძლიერი აფეთქების ხმა ისმოდა მელიტოპოლშიც.