27 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
ციხეში გაშენებული ჟოლოს ბაღი და ლოკოკინების ფერმა - "კურიერი P.S." რუსთავის და ქსნის საპატიმროებს ესტუმრა

"კურიერი P.S"-სთვის ერთი დღით ციხის კარი გაიღო. კამერამ გისოსებს მიღმა გაშენებული ჟოლოს ბაღი გადაიღო, სადაც პატიმრები მუშაობენ. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი.

პატიმრები, რომლებმაც გადაწყვიტეს, ციხეში დრო არ დაეკარგათ, მთელი დღის განმავლობაში ბაღში მუშაობენ. ხელფასს ყოველი თვის ბოლოს იღებენ. ციხეში გამომუშავებული ფულით კი ზოგიერთი პატიმარი, გარეთ დარჩენილ ოჯახს ეხმარება.

სანამ პატიმრები ბაღს გააშენებდნენ სხვადასხვა კულტურების მოყვანა პროფესიულ დონეზე შეისწავლეს.

კიდევ ერთი საქმე, რომლითაც პატიმრები დააინტერესეს, ლოკოკინების მოშენებაა. ახლა ციხის ეზოში, სადაც უკვე გაანოყიერეს მიწა, მსჯავრდებულები ფერმას აშენებენ. ქართველ პატიმრებთან იტალიელი ლოკოკინების თანაცხოვრება დაიგეგმა. მსჯავრდებულებმა ლოკოკინებს უნდა უდარაჯონ, რომ არ გაიქცნენ.



 

დღის ამბები