27 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
გაიცანით ბერები, რომელთაგან ერთმა საცხენოსნო კლუბი დააარსა, მეორე კი - ღვთისმსახურების პარალელურად, არტიზანული ტექნოლოგიით პურს აცხობს

აჭარაში, სოფელ ხუცუბანში, თეთროსნის წმინდა გიორგის მონასტერში, ბერ-მონაზონმა ნიკოლოზ ებრალიძემ უძველესი არტინზანული ტექნოლოგია აღადგინა, აქ, ღვთიმსახურების პარალელურად, პურს აცხობენ.

წლების წინ, როდესაც ბერი ნიკოლოზი მონასტერში მივიდა, მას სწორედ პურის ცხობა დაევალა. საქმიანობა მისთვის უცხო იყო, თუმცა ეს პროფესია საკმაოდ მალე აითვისა და მას შემდეგ სხვადასხვა ინტერნეტ რესურსით არტიზანული ცხობის ტექნოლოგიას დაეუფლა. თავიდან პატარა საცხობში მარტო მუშაობდა. შემდეგ დამხმარეები გახდა საჭირო.

არტიზანული ტექნოლოგიით კეთდება ყველაფერი: ლუდი, ყველ და უამრავი პროდუქტი. საცხობი კი გულისხმობს თავად მცხობელის მიერ მოფიქრებულ და დაგეგმილ პროცესს, რომელიც ინდივიდუალურია და არ მეორდება სხვა საცხობში.

კიდევ ერთმა ბერმა იაკობმა კი სამეგრელოში საცხენოსნო კლუბი "ხარება" დააფუძნა.​ ბერ-მონაზვნისთვის ცხენების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი გახდა. კაცობრიობის განვითარებაც მისთვის, ერთგვარად, ცხენებს უკავშირდება. ცხენზე თავად იშვიათად ჯდება, თუმცა კლუბის ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული. 
16 ოქტომბერს ზუგდიდში დიდი საცხენოსნო შეჯიბრი გაიმართება, რომლისთვისაც ბერი იაკობი აქტიურად ემზადება.

დღის ამბები