ლენტეხში ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს "ლენტეხობას" აღნიშნავენ. მუნიციპალიტეტის მთავარ მოედანზე ეთნოგრაფიული კუთხეებია მოწყობილი, ასევეა ხელნაკეთის ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა ჩოხოსნების მარში და დაბა ლენტეხის კურთხევა. დაგეგმილია ლენტეხის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოვებაც.
სახალხო დღესასწაულს დღის ბოლოს გალა-კონცერტი და ფოიერვერკი დაასრულებს.