27 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
რჩება დესტრუქციულ ნაწილში "სტრატეგია აღმაშენებელი", რომელიც თავისი დესტრუქციით ეწინააღმდეგება ევრო რეკომენდაციებს - რატი იონათამიშვილი

ვის შეარჩევს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველის კანდიდატებად - პროცესი დაწყებულია, თუმცა კანდიდატები ჯერ გამოკვეთილი არ არის. ბოლო ვადა 29 სექტემბერია. მომდევნო 10 დღის განმავლობაში პარლამენტში 9 პირისგან შემდგარი კომისიაც უნდა შეიქმნას, რომელიც კანდიდატებს შეაფასებს

"ქართულ ოცნებას" საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება. ახლა ჯერი ოპოზიციურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზეა. ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა. კონსულტაციებს სრულად გაემიჯნა სტრატეგია აღმაშენებელი.

გიორგი ვაშაძეს მიაჩნია, რომ პროცესი არის ფარსი და მმართველი პარტია მაინც მისთვის სასურველ კანდიდატს გაიყვანს. ამ პოზიციას "ქართულ ოცნებაში" უკვე უწოდეს ანტიევროპული და დესტრუქციის მორიგი მცდელობა. კონსენსუსის არა, თუმცა ხმაურიანი პროცესების მოლოდინი აქვთ "გირჩში".

"ფაქტია, რომ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს თანხმობა სხვადასხვა საპარლამენტო ოპოზიციურ დაჯგუფებებიდან, მათ შორის მაშინაც, როდესაც კონკრეტული დადგენილება გამოიცა საქართველოს თავმჯდომარის მიერ. რჩება დესტრუქციულ ნაწილში "სტრატეგია აღმაშენებელი", რომელიც თავისი დესტრუქციით ეწინააღმდეგება პირველ რიგში ევრო რეკომენდაციებს, ვინაიდან იქ ჩვენ ვკითხულობთ, რომ ერთი მთავარი ნაწილი არის, რომ ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით და როდესაც ის საუბრობს, რომ ეს არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს, ის ამბობს, რომ არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენს რეკომენდაციების შესრულება, რაც ანტისახელმწიფოებრივი და ანტიევროპული პოზიციაა," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები