27 ნოემბერი 2024,   06:43
ვრცლად
დედოფლის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად და უკანასკნელი პატივის მისაგებად მსოფლიოს ლიდერები ლონდონში ჩავიდნენ

დედოფლის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად და უკანასკნელი პატივის მისაგებად მსოფლიოს ლიდერები ლონდონში ჩავიდნენ. ღამე ქვეყანას ჯო ბაიდენი ესტუმრა. მას თნ ახლავს პირველი ლედი ჯილ ბაიდენიც. უკვე ლონდონშია იაპონიის იმპერატორიც თავის მეუღლესთან ერთად. პარალელურად კი პრინცმა ჩარლზმა შეხვედრა გამართა კანადის პრემიერ-მინისტრთან.

გუშინ ღამით დედოფლის ხსოვნას შვილიშვილებმა მიაგეს პატივი. ისინი დედოფლის ცხედართან დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია რომ პრინცი ჰარი მამის თხოვნით ცერემონიაზე სამხედრო სამოსით გამოჩნდა. ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მონარქის შვილიშვილებმა მონაწილეობა მიიღეს ცერემონიაში.

დღის ამბები