ტელეწამყვანი მაქსიმ გალკინი რუსეთში "უცხოეთის აგენტად" გამოცხადდა. ის რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ "უცხოეთის აგენტი" ფიზიკური პირების რეესტრში შეიყვანა. მიზეზად, უკრაინიდან უცხოური დაფინანსების მიღება სახელდება.
გალკინმა აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ის თავს "უცხოეთის აგენტად" არ თვლის, პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული არ არის და მრავალი წელია უკრაინაში კონცერტებიდან ფული არ მიუღია.
როგორც მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, მსახიობმა და მისმა ცოლმა ალა პუგაჩოვამ შვილებთან ერთად რუსეთი, უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ დატოვეს. გალკინმა წასვლის შემდეგ რუსეთის ქმედებები ღიად გააკრიტიკა.
აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პუგაჩოვა და მისი ორი შვილი რუსეთში დაბრუნდნენ.