"კურიერის" სატელევიზიო ექსკლუზივი - "ნიუ იორკ თაიმსის" პირველი გერმანული ბესტსელერის ავტორი თბილისს ესტუმრა. ცნობილი თანამედროვე გერმანელი მწერალი ბერნჰარდ შლინკის წიგნებში მთავარი თემა წარსულის გააზრებაა, ასევეა გერმანელების დამოკიდებულება მათი წინაპრების მიერ ჩადენილი დანაშაულებებზე. მწერალი "კურიერთან" ინტერვიუში შეეხო დიქტატურასაც და შეაფასა რუსეთ-უკრაინის ომი.
მისი წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმი "წამკითხველი", როგორც ოსკარზე, ისე ოქროს გლობუსზე არაერთ კატეგორიაში იყო წარდგენილი. საუკეთესო ქალი მსახიობის როლისთვის კი სწორედ ბერნარდ შლინკის ნოველის ეკრანიზაციისთვის ქეით უინსლეტს ერგო.