საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის დებიუტი საფრანგეთის კლუბ "ბორდოში" წარმატებული გამოდგა. საფრანგეთის ლიგა 2-ის მეცხრე ტურის შეხვედრაში, "ბორდომ" "დიჟონს" უმასპინძლა და სწორედ დავითიშვილის გოლის წყალობით შეძლო 3 ქულის მოპოვება.
საქართველოს ნაკრების 21 წლის გარემარბი, "ბორდოს" სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და პირველი წუთებიდან საკმაოდ აქტიური იყო. 87-ე წუთზე კი სოლორეიდით გაჭრა სტუმართა დაცვის ხაზი, ძლიერად დაარტყა და გამარჯვების ბურთი გაიტანა, "ბოდრომ" 2:1 მოიგო.
გუნდი 17 ქულით გათამაშების ლიდერია და 3 ოქტომბერს სტუმრად "ლავალს" დაუპირისპირდება.