27 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში სოსო გოგაშვილის ცოლის და გამოიკითხა - საქმე ეხება მის სახელზე არსებულ ქონებას, რომლის საერთო ღირებულება სავარაუდოდ 5 მილიონ ლარზე მეტია

თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ცოლის და გამოიკითხა. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლების კითხვებს ხათუნა მარტყოფლიშვილი თითქმის 3 საათის განმავლობაში პასუხობდა.

საქმე ეხება მარტყოფლიშვილის სახელზე არსებულ ქონებას, უკვე დაყადაღებულ ბინას და ასევე მიწის ნაკვეთებს, ავტომობილებსა და სხვა უძრავ-მოძრავ ქონებას. სოსო გოგაშვილის ცოლის დის სახელზე გარდა უკვე დაყადაღებული ბინისა, ასევე რეგისტრირებულია 9 მიწის ნაკვეთი თბილისში, ბინა ცაგარელზე და ავტომობილი "ჰიუნდაი ელანტრა." ქონების საერთო ღირებულება სავარაუდოდ, 5 მილიონ ლარზე მეტია.

დღის ამბები