კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "რუსთავი 2"-ს უწყებაში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ კიკეთში, ცოტა ხნის წინ რამდენიმე ადამიანი დაჭრეს, მათ შორის 1 გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236- ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.