27 ნოემბერი 2024,   06:41
ვრცლად
კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე  და 236- ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი ერთი პირი. ამ დროისთვის მის დასაკავებლად აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

 

დღის ამბები