ჯანმო კორონავირუსის საწინააღმდეგო ორ პრეპარატს რეკომენდაციას აღარ უწევს. საუბარია სოტრო-ვიმაბსა და კაზირი-ვი-მაბზე. ეს ორი პრეპარატი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც COVID 19-ის სამკურნალოდ გამოიყენებოდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები მას შემდეგ შეიცვალა, რაც კვლევებმა მედიკამენტების შეზღუდული კლინიკური ეფექტურობა აჩვენა კორონავირუსის უახლესი შტამების წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჯანმოს დასკვნა უკვე მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ასევე არ არის რეკომენდებული ამ მედიკამენტების გამოყენება, თუმცა, ორივე პრეპარატი კვლავ რეკომენდებულია ევროკავშირის ქვეყნებში გამოსაყენებლად.