27 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს, არ გამოიყენოს ქიმიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინაში

ხარკივის ოლქის ქალაქ კუპიანსკში უკრაინული დროშა ფრიალებს. დე ოკუპირებულია დონეცკის რაიონში სოფელი დიბროვაც. ომის შესწავლის ინსტიტუტი ოკუპანტებს ძალას უწუნებს და ზედმეტად სუსტად აფასებს. ამ ფონზე, უკრაინა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს ათავისუფლებს, თუმცა ოკუპანტები თავდასხმებს მაინც არ წყვეტენ.

"აღვმართავთ დროშას დონეცკის ოლქში, კერძოდ, დასახლებულ პუნქტ დიბროვაზე. ის უკრაინული ჯარის, ეროვნული გვარდიის კონტროლის ქვეშ გადადის. ჩვენ ნელ - ნელა სოფელს - სოფელზე დავიბრუნებთ, დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს. გამარჯვება ჩვენი იქნება," - აცხადებს უკრაინელი სამხედრო.

გარდა ამისა, რუსეთი მორიგ გაფრთხილებას იღებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მან ვლადიმერ პუტინი უფრო სერიოზული შედეგების შესახებ გააფრთხილა, თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა.

"ნუ გააკეთებთ ამას. ბირთვული იარაღის გამოყენება შეცვლის ომის სახეს და აქცევს ისეთ რამედ, რაც არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამას ექნება შედეგები. რუსეთი იმაზე მეტად იქნება გარიყული მსოფლიოში, ვიდრე ოდესმე. იმ მასშტაბების გათვალისწინებით, რასაც ისინი აკეთებენ, შესაბამისი პასუხი განისაზღვრება. თქვენ ფიქრობთ მე გეტყვით,თუ რა იქნება ეს ზუსტად? რა თქმა უნდა არა," - განაცხადა ბაიდენმა.

 

დღის ამბები