საქართველო დასუფთავების მსოფლიო დღეს უერთდება. თარიღთან დაკავშირებით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციაში "თბილსერვის ჯგუფის" 50 თანამშრომელთან ერთად გარემოს დაცვის სამინისტროს, შვედეთის განვითარების სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.