ვლადიმერ პუტინი ევროპის ენერგოკრიზისთან რუსეთის კავშირს უარყოფს. მისი თქმით, თუ ევროკავშირს მეტი გაზი სურს, უნდა გააუქმოს სანქციები, რომლებიც ხელს უშლის Nord Stream 2 მილსადენის გახსნას.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა უზბეკეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის შემდეგ საუბრისას განაცხადა.
"თქვენ გაქვთ სურვილი, თუ ასე გიჭირთ რუსული გაზის გარეშე, უბრალოდ გააუქმეთ სანქციები Nord Stream 2-ის გაზსადენზე, რომელიც შეადგენს 55 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს წელიწადში, უბრალოდ დააჭირეთ ღილაკს და ყველაფერი რიგზე იქნება,“ - თქვა ვლადიმერ პუტინმა.