27 ნოემბერი 2024,   06:29
ვრცლად
"ვენეციელი ვაჭარი" თელავის თეატრის სცენაზე ბრუნდება

"ვენეციელი ვაჭარი" თელავის თეატრის სცენაზე ბრუნდება. სპექტაკლის გმირებს  თელაველი მსახიობები რუსთაველის აკადემიური თეატრის დასთან ერთად გააცოცხლებენ. სცენაზე მაყურებელი ებრაელთა ცხოვრებას და მათ მიმართ იმ პერიოდის ევროპის სისასტიკეს კიდევ ერთხელ გაიხსენებს.

უილიამ შექსპირის უკვდავ პიესას მაყურებლის წინაშე 17 სექტემბერს რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი წარადგენს. რეჟისორი ამბობს, რომ წარმოდგენაზე მისულებისთვის, განსაკუთრებით საინტერესო ფინალური ეპიზოდი იქნება, სადაც სპექტაკლის მთავარი იდეაა ნაჩვენები - შურისძიება და სიხარბე, რომელიც მეგობრობასა და სიყვარულს უპირისპირდება, საბოლოოდ მარცხდება. სპექტაკლის ნახვა თელევალებს 17-18 სექტემბერს შეეძლებათ, რის შემდეგაც მას დედაქალაქში ჩამოიტანენ.

 

 

დღის ამბები