პანდემიის შემდეგ, მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი Summer Set ბრუნდება. სამი სცენა, ოცზე მეტი საერთაშორისო თუ ქართველი არტისტი, ელექტრონული მუსიკის მოყვარულებთან შესახვედრად ემზადება.
ელექტრო ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე, მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორები 15 ათას სტუმარს ელოდებიან.
ფესტივალის მთავარი კონცეფცია წელს უკრაინაა.