თბილისში, საქართველოს გულის უკმარისობის ასოციაციის ორგანიზებით, გულის უკმარისობის თბილისის ფორუმი იმართება.
კონფერენციაზე მომხსენებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან - აშშ, დიდი ბრიტანეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ლიბანი იმყოფებიან. ისინი კონფერენციის მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
კონფერენციის მიზანია ახალი თანამედროვე მკურნალობის წარდგენა და დანერგვა. ფორუმი ხვალ დაიხურება.