27 ნოემბერი 2024,   06:35
ვრცლად
რუსული ნავთობკომპანია "როსნეფტის" გერმანული შვილობილი კომპანიის "როსნეფტ დოიჩლანდის" მართვა გერმანიის ფედერალურ მარეგულირებელს გადაეცა

რუსული ნავთობკომპანია "როსნეფტის" გერმანული შვილობილი კომპანიის "როსნეფტ დოიჩლანდის" მართვა გერმანიის ფედერალურ მარეგულირებელს გადაეცა. ამგვარად, გერმანიის ფედერალური მარეგულირებლის კონტროლქვეშ აღმოჩნდა შვედტში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ქალაქ ბერლინისთვის საწვავის მთავარი წყაროა.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, მეურვეობის გადაცემით, ენერგოუსაფრთხოების წინაშე არსებული საფრთხე აღმოფხვრილია და შვედტის საწარმოს შენარჩუნებისა და მომავლისთვის არსებითი საფუძველია ჩაყრილი.

ოფიციალური ბერლინი ცდილობს გააძლიეროს ენერგომომარაგება და შეასრულოს ევროკავშირის ვალდებულება, გააუქმოს რუსული ნავთობის იმპორტი წლის ბოლომდე.

დღის ამბები