27 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
კონტრსადაზვერვო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების, მათთან კავშირში მყოფი პირების გამოვლენა, მისწრაფებების დადგენა, საქმიანობის შეზღუდვა და ჩაშლა-ირაკლი ბერაია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კონტრსადაზვერვო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების, მათთან კავშირში მყოფი პირების გამოვლენა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში ზედმიწევნით არის უწყების მიერ განხორციელებული  ქმედებები უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წინააღმდეგ.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში ძალიან მკაფიოდ არის მითითებული იმ ნაბიჯების შესახებ, რასაც უწყება ახორციელებდა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების წინააღმდეგ. პირდაპირ წერია, რომ კონტრსადაზვერვო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების, მათთან კავშირში მყოფი პირების გამოვლენა, მისწრაფებების დადგენა, საქმიანობის შეზღუდვა და ჩაშლა. პირდაპირ არის ჩანაწერი ანგარიშში, რომ ბევრ სუბიექტს, ვინც მოხვდებოდა დიპლომატიური საფარის ქვეშ და მათთან კავშირში მყოფ პირებს, მოუხდათ ქვეყნის დატოვება",- აღნიშნა ბერაიამ.

დღის ამბები