27 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
მთავრობის საქმიანობა NDI-ს მიერ გამოკითხულთა 41%-ს მოსწონს, 51%-ს კი არა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგადოებრივი აზრის კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. როგორც ანგარიშშია ნათქვამი, კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, პროცენტები ასე გადანაწილდა :

კარგად - 41 %
ცუდად - 51%
არ ვიცი - 7%

ასევე,  კვლევაში მონაწილეებს დაუსვეს კითხვა, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას. 

კითხვაზე 66 პროცენტის პასუხი იყო "დიახ", 34%-ის პასუხი კი "არა". 

ანგარიში 14 ივლისიდან–15 აგვისტომდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება. გამოკითხვა სულ 2,104 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2 პროცენტია.

დღის ამბები