27 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს კონტრშეტევა ეს არ ნიშნავს ომის დასასრულის დასაწყისს - იენს სტოლტენბერგი 

როგორც NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, უკრაინის კონტრშეტევის ოპერაცია ძალიან ეფექტიანია, თუმცა ეს ომის დასრულებას არ ნიშნავს- ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. 

"რა თქმა უნდა, დამაიმედებელია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტერიტორიის გათავისუფლება და რუსული ჯარების განდევნა შეძლეს. თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს არ არის ომის დასასრულის დასაწყისი. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ომისთვის გრძელვადიან პერსპექტივაშიც,"-აცხადებს იენს სტოლტენბერგი. 

ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინულმა ძალებმა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ხარკოვში კონტრშეტევა წამოიწყეს.

ამასთან, განცხადებას ავრცელებს ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ უკვე გამოიყენა 3 800-ზე მეტი სხვადასხვა რაკეტა, მაგრამ ვერცერთი რაკეტა რუსეთს მიზანთან ვერ მიაახლოებს.

დღის ამბები