27 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

"ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს" - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა გამოცემა "ბილდთან" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებთან დაკავშირებით მტკიცებულებების შეგროვებას, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შესაძლო სამართალწარმოების მიზნით.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ვლადიმერ პუტინმა თავისი ქმედებების შესაბამისი საფასური გადაიხადოს, სწორედ ამიტომ, ევროკავშირი მხარს უჭერს ომის დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებას, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების მიზნით. ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი სისტემის საფუძველია, დანაშაულის ჩამდენი პირები შესაბამისად დაისაჯონ. მე მჯერა, რომ შესაძლებელია, ერთ დღეს ვლადიმერ პუტინი ჩადენილი ომის დანაშაულების გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგეს," - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

დღის ამბები