27 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
რა ეღირება დოლარი და ევრო 16 სექტემბერს - ეროვნული ვალუტის ახალი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომელიც 16 სექტემბრიდან ამოქმედდება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.0002-ით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8301 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.0097-ით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8230 ლარი გახდა.

ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან გამყარდა 0.0176-ით, გირვანქა სტერლინგის ღირებულებამ 3.2532 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან ლარის კურსს ცვლილება არ განუცდია. ლირის ღირებულება კვლავ 0.1550 ლარია.

დღის ამბები