დღეს პირველი ზარი მთელი საქართველოს მასშტაბით 25 ახალ სკოლაში დაირეკა, მათ შორის, დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ძველ სკოლაში. თბილისის 86-ე საჯარო სკოლის ისტორიული შენობა, რომელიც 1933 წელს აშენდა, სიძველის გამო რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარებოდა, შესაბამისად, ძველი შენობის ადგილზე ახალი სასკოლო კომპლექსი აშენდა, სადაც განათლებას 405 მოსწავლე იღებს.
86-ე სკოლის მსგავსად, ყველა ახალაშენებული საგანმანათლებლო დაწესებულება თანამედროვე ტექნიკით და სასკოლო ინვენტარით აღიჭურვა.
სულ 2026 წლამდე მთავრობას ერთი მილიარდი ლარის ღირებულების 80 ახალი სკოლის აშენება და 700-ზე მეტის რეაბილიტაცია აქვს დაგეგმილი.
ცვლილებებია საგანმანათლებლო პროგრამაშიც. ჭადრაკი პირველი კლასიდან, სამხედრო საქმის საპილოტე პროგრამა მაღალმთიანი სოფლებისთვის, რაგბი და მეათე კლასელთათვის ცალკე საგნად გამოყოფილი საქართველოს ისტორია.