27 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
გარეჯის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება - მელაშვილი პროკურატურის მტკიცებულებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მოწმეები სასამართლოს ცრუ ჩვენებას აძლევენ

დავით გარეჯის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება. დღეს გამოძიებამ მოწმის სახით სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთი წინამძღვარი დაკითხა, რომელმაც ბრალდებულ ივერი მელაშვილს ხელი პირდაპირ დაადო. სასულიერო პირის განმარტებით წლების წინ გამართული დიალოგისას, კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურანტმა სადავო ჩიჩხიტურის მონასტრის ნაწილზე თქვა, რომ ის აზერბაიჯანის საკუთრება იყო.

ეს განცხადება პროკურატურისთვის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა, ისევე, როგორც ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ კიდევ ერთი მოწმის ჩვენება. საქმის მოწმე ირწმუნება, რომ ილიჩოვა მას რუკებში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ ცვლილებების შეტანას სთხოვდა.

პროკურატურის მტკიცებულებებს კატეგორიულად არ ეთანხმება ივერი მელაშვილი. კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული აცხადებს, რომ მოწმეები სასამართლოს ცრუ ჩვენებას აძლევენ.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება სადელიმიტაციო და სადემარკაციო კომისიის ფარგლებში, მეზობელ აზერბაიჯანთან, საზღვრის ხაზების ქვეყნის საზიანოდ, შედგენას ედავება.

დღის ამბები