27 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
მოსახლეობა დედოფალს ემშვიდობება - ცერემონიას, რომელიც 40 წუთი გაგრძელდა, ტელეარხები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ

მეფე ჩარლზ მესამე, პრინცესა ანა, პრინცი ენდრიუ და ედუარდი, პრინცი უილიამი და ჰარი - სამეფო ოჯახი გლოვამ გააერთიანა. გამოსამშვიდობებელ ცერემონიას, რომელიც 40 წუთი გაგრძელდა, ტელეარხები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ.

ლონდონის ცენტრში ათასობით ადამიანმა თავი მხოლოდ იმიტომ მოიყარა, რომ საკუთარი თვალით ენახა სამეფო ოჯახის წევრები და ვესტმინსტერის სასახლემდე დედოფლის გადმოსვენების პროცესი, თუმცა ვესტმინსტერის ჰოლი დედოფლის დამკრძალავი ხანგრძლივი მოგზაურობის უკანასკნელი ადგილი არ არის.

ბრიტანელებისთვის ვესტმინსტერის კარი, ადგილობრივი დროით, 5 საათზე გაიღო, მას შემდეგ კი ელისაბედ მეორესთან გამოსამშვიდობებლად ადგილობრივებს 5-კილომეტრიან რიგში 12 საათზე მეტ ხანს უწევთ ლოდინი.

ელისაბედ მეორეს ცხედარი ვესტმინსტერის სასახლეში 4 დღე დარჩება. ორშაბათს დაკრძალვის ცერემონია გაიმართება. მანამდე კი ლონდონში დაკრძალვის რეპეტიციისთვის აქტიური სამუშაოები ტარდება.

ელისაბედ მეორეს უინძორის სასახლეში დაასვენებენ და მისი მეუღლის, პრინცი ფილიპის გვერდით დაკრძალავენ. დედოფლის დაკრძალვის დღეს ლონდონში 500-მდე მაღალი რანგის პოლიტიკოსს ელოდებიან.მათ შორის არ იქნებიან რუსეთი, ბელარუსი, სირია, ვენესუელა და ავღანეთი.

დღის ამბები